Monday, June 22, 2009

ჰალიკარნასის მავზოლეუმი


ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე შედევრი, ერთ დროს არაჩვეულბრივი სანახავი იყო. ის ძვ. მე-4 საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ ჰალიკარნასის მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მეცნიერთა აზრით, მშენებლობა მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყო. მავსოლემ მხოლოდ საუკეთსო მოქანდაკეები დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობას საუკუნო დიდება ხვდა წილად. მავსოლე კარიის სამეფოს მართავდა, რომელიც სპარსეთის იმპერიაში შედიოდა, თუმცა თითქმის სრულიად დამოუკიდებელი იყო. 337-353 წლებში მავსოლეს მიერ განხორციელებულმა ამბიციურმა სამშენებლო პროექტებმა ჰალიკარნასი ეგეოსის ზღვის ულამაზეს ქალაქად აქცია. მავზოლეუმის პროექტის შექმნა ბერძენ არქიტექტორს პითეოსს მიეწერება. 353 წელს მავსოლეს სიკვდილის შემდეგ მშენებლობას მისი მეუღლე და ტახტის მემკვიდრე არტემისია ზედამხედველობდა. არტემისია მშენებლობის დასრულბამდე გარდაიცვალა, მაგრამ მშენებლებმა გადაწყვიტეს, დაესრულებინათ მავზოლეუმი, რომელიც მათი უბადლო ოსტატობის დამადასტურებელი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით მავზოლეუმი განადგურდა, მაგრამ არქეოლოგიურმა გათხრებმა მის მრავალ საიდუმლოს ნათელი მოჰფინა. ჰალიკარნასს დღეს ბოდრუმი ეწოდება. იქ მდებარე მუზეუმში აკლდამის მრავალი საინტერესო დეტალი ინახება.

ფაროსის შუქურა ალექსანრიაში


ალექსანდრიის შუქურა (აგრეთვე ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ. Φάρος - შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო, და იმ დროისთვის დედამიწაზე არსებული ადამიანის მიერ აგებული ყველაზე მაღალი ნაგებობა უნდა ყოფილიყო.თეთრი ქვის ბლოკებით ნაგები კოშკი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა მართკუთხა პლატფორმა ცენტრალური ფუნდამენტით, შუა ოქტაგონური სექცია, და მაღლა კი, მრგვალი სექცია. შუქურის თავში დიდი სარკე იყო დამონტაჟებული, რომელიც დღის განმავლობაში მზეს ირეკლავდა, ღამე კი ცეცხლს ანთებდნენ. როგორც ალექსანდრიის ზარაფხანის რომაულ მონეტებზეა აღბეჭდილი, შუქურის პლატფორმის ოთხივე კუთხეში ტრიტონის ქანდაკებები იდგა. ასევე, რომაულ პერიოდში, კოშკის თავზეც უნდა მდგარიყო ერთი ქანდაკებამოგვიანებით, მრავალი ადრეული ისლამური მეჩეთის მინარეთთა დიზაინი ფაროსის მსგავსი სამ-სექციანი პროექტით იქმნებოდა, რაც შუქურის დიდ არქიტექტურულ ზეგავლენაზე მეტყველებს.

არტემიდეს ტაძარი ეფესოში


არტემიდეს სახელგანთქმული ტაძარი, რომელიც მსოფლიოს საოცრებების სიაში შევიდა, ეფესოში აგებულ ტაძრებს შორის ულამაზესი იყო. მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ეფესო ერთ დროს რეგიონის ყველაზე მდიდარი ქალაქი იყო. იმ დროისთვის, როდესაც არტემიდეს ბრწყინვალე ტაძარი აშენდა, ეფესო მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი იყო, სადაც 200000 ადამიანი ცხოვრობდა.
ქალაქის პირველი ტაძრები, რომელიც დაახლოებით ძვ.წ.850 წელს აშენდა, არტემიდეს წინამორბედს, ნაყოფიერების ღმერთ კიბელეს ეძღვნებოდა. ეს რელიგიური ცენტრი რამდენჯერმე დაინგრა და აღდგა. ერთ-ერთი საუკეთესო ტაძრის აგება კრეზუსმა, ლიდიის უაღრესად მდიდარმა მეფემ დააფინანსა. მაგრამ ძვ.წ.356 წელს შეშლილმა, რომლესაც ჰეროსტრატე ერქვა, კრეზუსის ტაძარი ცეცხლს მისცა. ძვ. მე-4 საუკუნის მიურულს დამწვარი ტაძრის ადგილზე ააგეს ახალი ტაძარი, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში შევიდა. გადმოცემის თანახმად, დიდი ტაძარი თვალს ჭრიდა იმ მნახველებსაც კი, რომლებიც სხვა ბერძნულ მონუმენტებსაც იცნობდნენ, აქედან გამომდინარე, ტაძარი, როგორც ჩანს, სრულიად განსაკუთრებული იყო. მოგვიანებით ის დამპყრობლებმა გაძარცვეს, ხოლო როდესაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური რელიგია გახდა, საბოლოოდ დაანგრიეს.

როდოსის კოლოსი


როდოსის კოლოსი არის შვიდი საოცრებიდან ერთერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში.
ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო.
ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. სამწუხაროდ არ გადარჩა მისი მცირე ნაწილიც კი.
ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისმა სარდლებმა — დიადოხებმა ერთმანეთში დაინაწილეს ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი სახელმწიფოები. ამასთან მათ შორის წარმოებდა განუწყვეტლივი ბრძოლები. ყოველი დიადოხი ცდილობდა ხელთ ეგდო მეტი და უკეთესი მიწები.
ძვ. წ. 305 წელს სარდალმა დემეტრე პოლიეკრეტის ყურადღება მიიქცია როდოსმა — ყველაზე უფრო მდიდარმა სავაჭრო ქალაქმა. როდოსელ ვაჭართა ხომალდები ყველგან აღწევდნენ ექვსინიის პონტიდან (შავი ზღვიდან) ნილოსის ნაპირებამდე. ეგვიპტეშიც და სხვა ქვეყნებშიც როდოსელები ყიდულობდნენ ძვირფას საქონელს — პურს, ღვინოს, ზეთს, მონებს. ამ საქონლის გასაღებით როდოსელი ვაჭრები აურაცხელ სიმდიდრეს იძენდნენ.
მდიდარი ქალაქის დამორჩილების სურვილით აღტკინებულმა დემეტრემ როდოსელებს მოსთხოვა ეგვიპტის მბრძანებელ
პტოლემეუსთან ომში დახმარება. ეგვიპტესთან ომი როდოსელ ვაჭრებს უზარმაზარი ზარალს მოუტანდა. როდოსელები ეგვიპტეში ყიდულობდნენ პურის მეტ ნაწილს, თავისი ვაჭრობის მთავარ პროდუქტს და ამიტომაც უარი შეუთვალეს დემეტრეს.
როდოსის ნაპირებისაკენ დაიძრა დიდი ფლოტი. ქალაქს ალყა შემოარტყა ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც. ქალაქის გალავანში ტარანები უზარმაზარ რღვეულებს ქმნიდნენ. სატყორცნი მანქანები -
კატეპულტები და ბალისტები — ქალაქის მცველებს ქვების ჭურვებსა და ალმოდებულ ისრებს აყრიდა. მაგრამ როდოსელებში ყველაზე მეტად შიშს იწვევდა ცხრასართულიანი საალყო მანქანა — ჰელეპოლიდა (ქალაქების ამღები).
ჰელეპოლიდა წარმოადგენდა ბორბლებზე შემდგარ მაღალ კოშკს. მანქანას კედელთან მიაგორებდნენ, თოკებით ამწე ხიდს დაუშვებდნენ და მოალყეები კოშკიდან ციხე-სიმაგრის კედელზე გადარბოდნენ. გიგანტური მანქანის ქვედა ნაწილში მოთავსებული იყო ტარანი, რომელიც ამსხვრევდა და არღვევდა ქალაქის გალავანს. მანქანას, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში წყლის მარაგიც გააჩნდა. ზედა სართულზე, სადაც ასვლა შიგა კიბეებით ხდებოდა, განლაგებული იყვნენ სატყორცნი მანქანები, მშვილდოსნები და მეშურდულეები.
სამიათას ოთხას კაცს მოჰყავდა მოძრაობაში ჰელეპოლიდა და ამ გიგანტური კოშკის სიმაღლიდან უშენდნენ ცეცხლს ქალაქის დამცველებს. თვითონ კი სამი მხრიდან იყვნენ დაცული, რკინის ფურცლებით, რომლებითაც შეჭედილი იყო ჰელეპოლიდა. ფურჩლებში კიდევ დატოვებული იყო პატარა ხვრელები იარაღისა და მოისრეებისათვის.
ჰელეპოლიდა ყოველ დღე დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს, მაგრამ როდოსელები მაინც არ ნებდებოდნენ. დანგრეული კედლების შიგნით ახალს აშენებდნენ. გმირულ გამოხდომებს აწყობდნენ. ანგრევდნენ და სწვავდნენ კედლის მნგრეველ მანქანებს და თავის რიგში დამპყრობლებს დიდ ზიანს აყენებდნენ.
როდოსელების მომხრე ეგვიპტელები კი ახერხებდნენ, მათთვის საკვების შეტანას.
ალყა გაჭიანურდა და დემეტრე იძულებული გახდა უკან დაეხია. ზავის თანახმად როდოსელებმა შეინარჩუნეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დემეტრემ დატოვა კუნძული. ქალაქის გალავანთან დარჩდა მხოლოდ გიგანტური ჰელეპოლიდა, რომელიც დემეტრემ როდოსელებს აჩუქა.
გადაწყვეტილ იქნა ჰელეპოლიდის დაშლა და მისი რკინის გაყიდვა. მასში ვაჭრები ქალაქს 300 ტალანტამდე ფულს სთავაზობდნენ
[1].
სახალხო კრებაზე გადაწყდა: რკინაში აღებული ფულით შექმნილიყო კუნძულის მფარველი ღმერთის
ჰელიოსის ქანდაკება. მის გამოსახულებას როდოსელები მონეტებზე ჭრიდნენ. ჰელიოსის ქანდაკებანი ამშვენებდნენ როდოსელთა ტაძრებს.
როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ღმერთებმა როდოსი ზღვის ფსკერიდან ამოზიდეს ჰელიოსის თხოვნით. როდოსს უწოდებდნენ ჰელიოსის „ღვთაებრივ განდაკებას“.
როდოსელებმა გადაწყვიტეს პატივი ეცათ თავიანთი მფარველი ღმერთისათვის და აეგოთ მისი გიგანტური განდაკება — კოლოსი, ეს ხომ როდოსელთა დიდი გამარჯვების სამახსოვრო ძეგლი უნდა ყოფილიყო.
გიგანტმა მხოლოდ 56 წელიწადი გასძლო.
ძვ. წ. 224 წელს, როდის ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. თითქმის ყველა ნაგებობა მიწასთან გაასწორა.
კოლოსის აღდგენის უამრავი ცდა უშედეგოდ დასრულდა.
უამრავმნახველთა შორის ძველი წელთაღთიცხვით I საუკუნეში, მიწაზე დანარცხებული კოლოსი ინახულა რომაელმა მწერალმა
პლინიუს უმცროსმა. ის წერდა, რომ ახლაც კი როცა ქანდაკება მიწაზეა, ის გაოცებას იწვევს. მხოლოდ ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ორივე ხელი შემოაწვდინოს ჰელიოსის ცერას.
წაქცეული კოლოსი ათას წელიწადზე მეტ ხანს არსებობდა, ხოლო
977 წელს ის ერთ მდიდარ ვაჭარს მიეყიდა, რომელმაც ნაწილებად დაშლილი ქანდეკება 900 აქლემის მეშვეობით გაიტანა.
ასე წაიშალა კოლოსის ყველა კვალი, მაგრამ ხსოვნა ბრინჯაოს გიგანტზე სამუდამო დარჩა
.

ბაბილონის დაკიდებული ბაღები


ძვ.წ. 604-562 წლებში ბაბილონს მართავდა დიდი მეფე ნაბუქოდონოსორ II. მისი სამეფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობდა. მეფემ იზრუნა, რათა ბაბილონი უმშვენიერესი და აყვავებული ქალაქი ყოფილიყო. გაოცებას იწვევდა ქალაქის შესასვლელი, რომელიც ქალღმერთ იშთარის კარიბჭედ მოიხსენიებოდა.
კარიბჭის კოშკები მოპირკეთებული იყო სხვადასხვა ფერის მოჭიქული შორენკეცით. მუქ ლურჯ ფონზე გამოსახული იყო თეთრი და ყვითელი ხარების, დრაკონებისა თუ ოქროსფერფარფლიანი ლომების ფიგურები. იშთარის კარიბჭიდან იწყებოდა და მთელ ქალაქს კვეთდა პროცესიის ქუჩა, რომელსაც ამშვენებდა სამეფო სასახლე და მთავარი ტაძარი. სასახლის კედლის მიღმა მოჩანდა ე.წ. დაკიდული ბაღები. ტერასებად აგურდაგებულ თაღებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან მოზიდული ხეები, ბუჩქები და ყვავილები. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ბაღები ჰაერში ეკიდა. ბაღები ირწყვებოდა ევფრატის წყლით, რომელიც იქ საგანგებო წყალსაქაჩი ბორბლებითა და ტყავის ჭურჭლით აჰქონდათ.
ეს ბაღები ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ააგეს მისი უსაყვარლესი ცოლისთვის. ამიტისი მთიანი ქვეყნიდან, მიდიიდან იყო, ბაბილონის გაშლილ ვაკეზე აგებული დაკიდული ბაღები კი მას თავის სამშობლოს აგონებდა. ბაბილონის დაკიდული ბაღების გაშენებას დღესაც შეცდომით მიაწერენ დედოფალ შამურატს, რომელიც ნაბუქოდონოსორამდე ორასი წლით ადრე განაგებდა ბაბილონს. მას ბერძნები სემირამიდას უწოდებდნენ. სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია, რომ ნაბუქოდონოსორის მიერ შექმნილ ბაღებს ბევრი სემირამიდას ბაღებად მოიხსენიებს. ბაბილონის დაკიდებული ბაღებისაგან დღეს არაფერია დარჩენილი, მაგრამ, თუ როგორი იყო იგი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ძველ ასურულ რელიეფზე გამოსახული ბაბილონური შენობა-ნაგებობების მიხედვით.

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში


ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში შვიდი საოცრებიდან ერთერთი. ფიდიოსის ნამუშევარი, დამზადებულია ხისგან და მოპირქეთებულია ოქროთი და სპილოს ძვლით.. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში – ერთადერთი მსოფლიო საოცრებაა, რომელიც ევროპის კონტინენტზე აღმოჩნდა.
ბერძნებმა არ აღირსეს ელადას არც ერთ ტაძარი როგორც მსოფლიოს საოცრება და ოლიმპიის საოცრებად აღიარებისას, მათ აირჩიეს არა მთლიანად ტაძარი, არამედ მხოლოდ შიგნით მდგარი ქანდაკება.
ზევსი ოლიმპიასთან პირდაპირ კავშირში იყო. ამ ადგილების ყველა მცხოვრებს შესანიშნავად ახსოვდა, რომ სწორედ აქ დაამარცხა ზევსმა სასტიკი კრონოსი, თავისი ღვიძლი მამა, რომელმაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით დაიწყო თავისი შვილების შეჭმა. ზევსი გადარჩა ისევე, როგორც გარადჩებოდა ნებისმიერი ხალხის ზღაპრული გმირი: ყოველთვის გამოჩნდება კეთილი გულის პატრონი, რომელსაც შეეცოდება ბავშვი. კრონოსის ცოლმა, რეამ, მიართვა მას ზევსის მაგივრად ლოდი, რომელიც კრონოსმა გადაყლაპა. ეტყობა, კრონოსი მთლიანად ყლაპავდა თავის შვილებს. როდესაც ზევსი წამოიზარდა და დაამარცხა მამა, მან გაათავისუფლა ყველა თავისი და-ძმა: ჰადესი, პოსეიდონი, დემეტრა...
ოლიმპიური თამაშები დამტკიცებული იყო ამ მოვლენის საპატივცემულოდ და იწყებოდა ზევსისთვის მსხვერპლშეწირვით.
ოლიმპიის მთავარი სათაყვანო იყო ზევსის ტაძარი დიდი ფიდიასის მიერ გაკეთებულ ქანდაკებასთან ერთად. ფიდიასი ცნობილი იყო არა მარტო ზევსის ქანდაკებით ოლიმპოში, არამედ აგრეთვე ათენას ქანდაკებით პართენონში და რელიეფებით მის კედლებზე. პერიკლესთან ერთად ფიდიასმა შეიმუშავა ათენის გარდაქმნისა და გალამაზების გეგმა, რაც მას ძვირად დაუჯდა: მისი ძლევამოსილი მეგობრისა და მფარველის მტრები მისი მტრები გახდნენ. მათი შურისძიება ბანალური და ბინძური იყო, მაგრამ მოსახლეობას სკანდალი სწყუროდა: ფიდიასს ბრალი დასდეს პართენონში ათენას ქანდაკების შენებისას ოქროსა და სპილოს ძვლის დამალვაში.
მოქანდაკეს სახელი შურის მაძიებლებზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ელადას მაცხოვრებლებმა შეიტანეს მასთვის გირაო, ათენელებმა კი ეს საბაბი საკმარისად მიიჩნიეს იმისთვის, რომ ფიდიასი ოლიმპიაში სამუშაოდ გამოეშვათ. რამდენიმე წელი ფიდიასი ოლიმპიაში ცხოვრობდა. იგი აშენებდა ქანდაკებას _ მასალით სინკრეტულს, ჩვენთვის კი აღწერებისა და მონეტებზე გამოსახულებების მიხედვით ცნობილს.
ზევსის ქანდაკება იმყოფებოდა ტაძარში, რომლის სიგრძე 64 მეტრს აღწევდა, სიგანე – 28-ს, შიგნითა სათავსის სიმაღლე კი 20 მეტრს შეადგენდა. დარბაზის ბოლოს მჯარი ზევსი თავით ჭერს ებჯინებოდა. წელს ზევით შიშველი ზევსი ხისგან იყო დამზადებული. მის ტანს მოვარდისფრო, თბილი სპილოს ძვლის ფირფიტები ფარავდა, სამოსს _ ოქროს ფოთლები, ცალ ხელში მას ნიკეს, გამარჯვების ქალღმერთის, ქანდაკება ეჭირა, მეორე ხელით კი იგი მაღალ კვერთხს ეყრდნობოდა. ზევსი იმდენად დიდებული იყო, რომ როცა¦ფიდიასმა სამუშაო დაასრულა, ის მივიდა ქანდაკებასთან, რომელიც თითქოს მიცურავდა ტაძრის შავი მარმარილოს იატაკზე, და იკითხა: “კმაყოფილი ხარ, ზევს?” პასუხად ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა და იატაკი გაიბზარა ქანდაკების ფეხებთან. ზევსი კმაყოფილი იყო.
შემორჩა აღწერა ზევსის სავარძლისა, რომელიც სპილოს ძვლის ბარელიეფებითა და ღმერთების ოქროს ქანდაკებებით იყო დამშვენებული. ტახტის გვერდითა კედლები მოხატული იყო მხატვარ პანენასის (ფიდიასის ნათესავისა და თანაშემწეს) მიერ. შედეგად, ბიზანტიელმა იმპერატორებმა გადაიტანეს ქანდაკება კონსტანტინეპოლში ყველა სიფრთხილის დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ზევსზე ხელი ვერავინ აღმართა. ქრისტიანმა ფანატიკოსებმაც კი, კერპთაყვანისმცემლობის მტრებნა, ვერ გაბედეს ქანდაკების დანგრევა. ბიზანტიელი იმპერატორები უფლებას აძლევდნენ საკუთარ თავს,¦მაღალი ხელოვნებისთვის ეცათ პატივი. მაგრამ, ქრისტიანობის მქადაგებლების სასიხარულოდ, ღმერთმა დასაჯა თავისი წარმართული მეტოქე და განურისხდა ჭეშმარიტების გზას აცდენილ იმპერატორებს. ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეში იმპერატორ თეოდოს II-ს სასახლე დაიწვა. ხის ქანდაკება გახდა ცეცხლის მსხვერპლი: ფიდიასის ქმნილებისგან დარჩა მხოლოდ რამდენიმე დანახშირებული ძვლის ფირფიტა და გამდნარი ოქროს ბზინები.
ასე განადგურდა მსოფლიოს მეშვიდე საოცრება...
როდესაც ძეგლისგან აღარაფერი რჩება, ყოველთვის ჩნდება ცდუნება, მისი არსებობა ადამიანის წარმოსახვას მიეწეროს. მსგავსი ხვედრი არ ასცდა ზევსის ქაანდაკებასაც, მით უმეტერ როდესაც მისი ასლები არ შენარჩუნდა.
იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ქანდაკება მართლაც არსებობდა და იყო ზუსტად ისეთი, როგორსაც მას თანამედროვენი აღწერდნენ, საჭიროა მოვიძიოთ მისი შექმნის არაპირდაპირი დამამტკიცებელი ფაქტები მაინც.
უკვე ჩვენს დროში ცდილობდნენ ფიდიასის სახელოსნო ეპოვათ. ასეთი ქანდაკების აშენება ითხოვდა მუშაობის არაერთ წელიწადს, ამიტომ ფიდიასს და მის თანაშემწეებს სჭირდებოდათ სოლიდური შენობა. ზევსის ქანდაკება არ იყო მარმარილოს ბელტი, რომლის დატოვება ზამთარში ღია ცის ქვეშ შეიძლებოდა.
ოლიმპიაში გათხრების მწარმოებელი გერმანელი არქეოლოგების ყურადღება მიიპყრო ბიზანტიურ ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთებული ანტიკური ტაძრის ნარჩებნებმა. შენობის გამოკვლევის შედეგად, ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ სწორედ აქ იყო განლაგებული სახელოსნო – ქვის ნაგებობა, რომელიც ოდნავ თუ ჩამორჩებოდა თვითონ ტაძარს. მასში იპოვეს მოქანდაკეთა და იუველირთა სამუშაო იარაღები და სამსხმელო “საამქროს” ნარჩენები. მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენები გაკეთებულია სახელოსნოს მეზობლად – ორმოში, რომელშიც საუკუნეების მანძილზე ოსტატები აგდებდნენ ნარჩენებსა და ქანდაკებების დაბრაკულ ნაწილებს. იქ ნაპოვნია ზევსის ტოგის ჩამოსხმული ფორმები, სპილოს ძვლის უამრავი ფირფიტა, ნახევრად რძვირფასი თვლების ნატეხები, ბრინჯაოსა და რკინის ლურსმნები – მოკლედ, სრული და უდავო დამტკიცება იმისა, რომ სწორედ ამ სახელოსნოში შექმნა ფიდიასმა ზევსის ქანდაკება, თანაც ზუსტად ისეთი, როგორის აღწერასაც ვფლობდით. და ბოლოს, ნარჩენების გროვაში არქეოლოგებმა იპოვეს დოქის ძირი, რომელზეც იყო წარწერა: “ვეკუთვნი ფიდიასს”.

პირამიდები


piramidis porma udzvelesi droidan mshenebelta shtagonebiswyaro iyo.saocaria, magram im xalxebs, romlebic piramidebis msheneblobit iyvnen gatacebuli, magalitad, chrdiloaprikelebsa da centraluri amerikis mcxovreblebs, ertmanettan aranairi kavshirir aq hqondat.piramidebs daaxloebit 5000-wliani periodis ganmavlobashi agebdnen. zog piramidshi gardacvlil mepeebskrdzalavdnen, sxvebshi ki religiur ritualebs martavdnen. piramida xshrirad misi shemdnen, sxvebshi ki religiur ritualebs martavdnen. piramida xshirad misi shemqmenli civilizaciis udidesi nageboba iyo da tavisi zomebit mnaxvelebs aocebda. piramidebis martivi, magram saocari xedi yoveltvis xiblavda arqiteqtorebs. me-20 saukuneshi ashenda mravali iseti shenoba, opisebidan dawyebuli da sastumroebit damtavrebuli, romeltac piramidis porma aqvt.