Monday, June 22, 2009

არტემიდეს ტაძარი ეფესოში


არტემიდეს სახელგანთქმული ტაძარი, რომელიც მსოფლიოს საოცრებების სიაში შევიდა, ეფესოში აგებულ ტაძრებს შორის ულამაზესი იყო. მცირე აზიაში, თანამედროვე თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ეფესო ერთ დროს რეგიონის ყველაზე მდიდარი ქალაქი იყო. იმ დროისთვის, როდესაც არტემიდეს ბრწყინვალე ტაძარი აშენდა, ეფესო მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი იყო, სადაც 200000 ადამიანი ცხოვრობდა.
ქალაქის პირველი ტაძრები, რომელიც დაახლოებით ძვ.წ.850 წელს აშენდა, არტემიდეს წინამორბედს, ნაყოფიერების ღმერთ კიბელეს ეძღვნებოდა. ეს რელიგიური ცენტრი რამდენჯერმე დაინგრა და აღდგა. ერთ-ერთი საუკეთესო ტაძრის აგება კრეზუსმა, ლიდიის უაღრესად მდიდარმა მეფემ დააფინანსა. მაგრამ ძვ.წ.356 წელს შეშლილმა, რომლესაც ჰეროსტრატე ერქვა, კრეზუსის ტაძარი ცეცხლს მისცა. ძვ. მე-4 საუკუნის მიურულს დამწვარი ტაძრის ადგილზე ააგეს ახალი ტაძარი, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში შევიდა. გადმოცემის თანახმად, დიდი ტაძარი თვალს ჭრიდა იმ მნახველებსაც კი, რომლებიც სხვა ბერძნულ მონუმენტებსაც იცნობდნენ, აქედან გამომდინარე, ტაძარი, როგორც ჩანს, სრულიად განსაკუთრებული იყო. მოგვიანებით ის დამპყრობლებმა გაძარცვეს, ხოლო როდესაც ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალური რელიგია გახდა, საბოლოოდ დაანგრიეს.

No comments:

Post a Comment